USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რომის პაპი: ღვთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა
Date:  515

რომის პაპმა უკრაინაში ბავშვებისა და დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას „ბარბაროსობა“ უწოდა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ილოცა. ამის შესახებ AFP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას განაცხადა, რომელსაც დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დაესწრო.

„შეწყვიტეთ შეტევები, სანამ ქალაქები სასაფლაოებად არ გადაიქცა. ღვთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა პონტიფექსმა.

მან მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქი ქალწული მარიამის სახელს ატარებს და „იმ ომის შედეგად იტანჯება, რომელიც ანგრევს უკრაინას“.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way