USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
რომის პაპი ფრანცისკე - გემრიელი საჭმელი და კარგი "სექსი" ღვთაებრივი სიამოვნებაა
дата:  3150

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ თანამდროვე კათოლიკური ეკლესია სექსისგან სიამოვნების მიღებას არ კიცხავს, ხოლო წარსულში ამ საკითხის არასწორმა გააზრებამ კათოლიკურ ეკლესიას დიდი ზიანი მიაყენა.

ამის შესახებ რომის პაპმა იტალიელ მწერალსა და საზოგადოებრივ მოღვაწეს, კარლო პეტრინის განუცხადა.

„სიამოვნება უშუალოდ ღმერთისგან მოდის. სიამოვნება არ არის კათოლიკური ან ქრისტიანული ცნება. სიამოვნება უბრალოდ ღვთაებრივია“, - განაცხადა ფრანცისკემ.

რომის პაპის აზრით, ადამიანს საჭმელი იმიტომ სჭირდება, რომ ჯანმრთელი იყოს, ხოლო სექსუალური სიამოვნება სიყვარულს უფრო ლამაზს ხდის და ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას უზრუნველყოფს.

„კათოლიკური ეკლესია ყოველთვის გმობდა არაადამიანურ, უხეშ და უხამს სიამოვნებას, თუმცა უბრალო, ადამიანური და ზნეობრივი სიამოვნება ყოველთვის მისაღები იყო. გადაჭარბებული მორალი, რომელიც გრძნობებს უარყოფს, ქრისტიანული გზავნილის არასწორი გაგებაა“, - დასძინა რომის პაპმა.

წყარო: https://www.open.online/

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати