USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
რომის პაპი - დაე, იარაღი გაჩუმდეს, კმარა ძმებო, კმარა
дата:  613

დაე, იარაღები გაჩუმდნენ, ისინი ვერასდროს მოიტანენ მშვიდობას, დაე, კონფლიქტი არ გავრცელდეს - კმარა ძმებო, კმარა! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა გაიზარდოს და ასევე, ღაზაში მყოფი მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

„ღაზაში დაჭრილებს სასწრაფოდ უნდა დაეხმარონ, თავშესაფრები უნდა იყოს დაცული, მეტი ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეგზავნოს მოსახლეობას, მძევლები უნდა განთავისუფლდნენ“, - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის ბევრი მოხუცი და ბავშვია.

„ყოველი ადამიანი, იქნება ეს ქრისტიანი, ებრაელი, მუსლიმი, თუ ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ღვთის თვალში ძვირფასია და უფლება აქვს, მშვიდობიანად იცხოვროს“, - აღნიშნა პაპმა.

მისი თქმით, ბევრს ლოცულობს როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის.

“ნუ დავკარგავთ იმედს. ვილოცოთ, ვიმოქმედოთ დაუღალავად, რათა ადამიანურმა გრძნობამ გულქვაობას სძლიოს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати