USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
რომის პაპი - არის საშიშროება, რომ შეიძლება, კიდევ უფრო უარესი ვირუსი შეგვეყაროს
Date:  1971

რომის პაპმა ფრანცისკემ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვატიკანი პირველად დატოვა და საკვირაო ღვთისმსახურება მახლობელ სანტო სპირიტოს ტაძარში შეასრულა. როგორც რომის პაპმა ქრისტიანებისადმი მიმართვისას აღნიშნა, ახლა მსოფლიოში უსამართლობისგან განკურნების დროა, რადგან ის ძირს უთხრის მთლიანად კაცობრიობის ოჯახის ჯანმრთელობას.

„ახლა, როდესაც ჩვენ პანდემიის პროცესში ნელი და მძიმე გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს, არის საშიშროება, რომ გასაჭირში მყოფებს დავივიწყებთ. არის საშიშროება, რომ შეიძლება კიდევ უფრო უარესი ვირუსი შეგვეყაროს და ეს არის ეგოისტური გულგრილობა. ვირუსი ვრცელდება ფიქრიდან, რომ ცხოვრება უკეთესია, თუკი ჩემთვის არის კარგი და ყველაფერი კარგად იქნება, თუ მე ვარ კარგად“, - აღნიშნა რომის პაპმა.

როგორც პაპმა ქადაგებისას აღნიშნა, პანდემია გვასწავლის, რომ არ არსებობს საზღვრები და განსხვავება მათ შორის, ვინც იტანჯება.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way