USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Тбилиси
რომეო მიქაუტაძეს ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურა ახლა 8.5 მლნ ლარის გათეთრებას ედავება
дата:  518

დღეს საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის სხდომა გაიმართა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ. როგორც  მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, პროცესი პატარა დარბაზში ჩატარდა და ხალხის სიმრავლის გამო, ჟურნალისტები ვერ დაესწრნენ.

მისივე თქმით, დაცვის მხარის ინტერესია, სასამართლო სხდომა საჯარო იყოს და იმედი აქვს, რომ შემდეგი პროცესი უფრო დიდ დარბაზში ჩატარდება და მედიაც იქნება.

მიქაუტაძეს პროკურატურამ ბრალი ჯამში სისხლის სამართლის ოთხი მუხლით წარუდგინა. 30 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა, თუმცა როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სასჯელი იგივე დარჩა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს დამტკიცების შემთხვევაში კვლავ 9-დან 12-მდე პატიმრობა ელის. მიქაუტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

"ბრალის დამძიმება სასჯელზე არანაირად არ მოქმედებს, 194-ე მუხლი რაც იყო, რომელიც 9-დან 12-მდე პატიმრობას ითვალისწინებს ისევ არის. უბრალოდ გაიზარდა თანხა, ადრე პროკურატურა ამბობდა, რომ 2.5 მლნ ლარის ქონება იყიდა დაუსაბუთებელი თანხებით, ახლა ამბობს, რომ ეს თანხა 8.5 მლნ-ია. თავიანთი ჩატარებული რევიზიის საფუძველზე ამბობენ, თუმცა ამ რევიზიაში ბევრი უზუსტობაა. მათ შორის არის ისეთი ქონება მიწერილი რომეო მიქაუტაძესა და მის ოჯახზე, რომლებიც რეალურად არ არის მათი საკუთრება. ასევე დასკვნაში არა აქვთ საერთოდ გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ბევრი ქონება, რაზეც ამბობენ, რომ დაუსაბუთებელი თანხებით არის შეძენილი, საერთოდ საბანკო კრედიტით ნაყიდია და საბანკო კრედიტი ვერანაირად ვერ ჩაითვლება დაუსაბუთებელ შემოსავლად. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ეს რევიზია არასწორად ჩატარებულია, არასწორად არის დათვლილი როგორც ქონების ღირებულება, ისე ბევრი სხვა გარემოება არ იქნა გათვალისწინებული", - ამბობს ადვოკატი.

მიქაუტაძის შემდეგი სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს გაიმართება. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати