USD 3.1557
EUR 3.6581
RUB 4.4915
Tbilisi
რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამდიდრდებიან აგვისტოში
Date : 07.27.2021 13:05  784

ასტროლოგები ზოდიაქოს 4 ნიშანს ასახელებენ, რომლებიც მომდევნო თვეში გამდიდრდებიან. საუბარი არ არის მოულოდნელი მემკვიდრეობის მიღებასა და ლატარეაში მოგებაზე, ასტროლოგებმა გამოთვალეს იმათი შანსები, ვისაც მუშაობა არ ეზარება და ყველაფერს აკეთებს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.

თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ფულისკენ ყოველთვის ისწრაფვიან და მუშაობის არ ეშინიათ. "ფინანსებს ასეთი ადამიანები უყვართ", - ამბობენ ასტროლოგები. თუ ვინმე თხის რქებს შორის მზად არის, გაყიდოს ჰაერიც კი, რათა დამატებითი ფული იშოვოს, მაშინ უახლოეს მომავალში მათი წარმატების მისაღწევად. პერსპექტივა გაიხსნება.

ქალწული

მრავალი ცნობილი მილიონერი სწორედ ქალწულის ნიშნის ქვეშ დაიბადა. უფრო მეტიც, ისინი სულაც არ იყვნენ ბიზნესმენები. მაგალითად, მაიკლ ჯექსონი, კიანუ რივზი, ფრედი მერკური. ქალწულები მზად არიან, დაუღალავად იმუშაონ, ამიტომ მათ საქმიანობის სხვადასხვა სფეროების მონეტიზაცია შეუძლიათ. ხშირად, ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის გამო, ისინი ერთდროულად რამდენიმე სფეროში კარგად ერკვევიან. ასე რომ, ბევრ მათგანს წარმატების მიღწევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეუძლიათ.

სასწორი

სასწორი ბედის ფავორიტია. თუ ამ ნიშანს გაუმართლა, მაშინ მას ბევრი რამ გამოუვა. როგორც წესი, მათ მოულოდნელი ანდერძი ან წინადადება ხვდება წილად. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი სამყაროდან "მიიზიდონ", უბრალოდ საკუთარი უნარის გამოყენებაა საჭირო - უნდა იყოს კომუნიკაბელური, ნათელი, ცნობილი.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლები ასევე შემოქმედებითები და კრეატიულები არიან და თუ მათ არ ეშინიათ თავიანთი უნიკალური იდეების პოპულარიზაცია, ადრე თუ გვიან, ნახავენ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, ეს დააფინანსონ. მართალია, მერწყულებმა ფინანსებთან არ იციან. ამიტომ, მათთვის უკეთესია, რომ მიღებული ფული საკუთარი უნარებისა და შემოქმედების განვითარებაში ჩადონ. ეს მომავალში კიდევ უფრო დიდი მოგების მიღებაში დაეხმარება.

business
ვახტანგ კაჭარავა „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა – რა გეგმები აქვს კომპანიის ახალ ხელმძღვანელს?

„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კაჭარავა 8 წელია კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებას ხელმძღვანელობს, ახლა კი, ახალი გეგმებითა და მიზნებით, ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის მართვას შეუდგა.

გაყიდვების მენეჯერის, მარკეტინგის, ასევე, პროდუქტების მართვისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელძღვანელობის შემდეგ, მას ბოლო 2 წელი ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა.

„რვა წელზე მეტია, „თეგეტას“ გუნდის წევრი ვარ. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაში ვიყავი  და ვფიქრობ, ეს არის ჩემი უმნიშვნელოვანესი აქტივი – ვიცნობ ბიზნეს მოდელს, ზუსტად ვიცი რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გავხდეთ უფრო უკეთესი“.

ამ წლების მანძილზე, „თეგეტაში“, ბევრი რამ ისწავლა, რასაც თანამშრომლებს უკვე ახალი პოზიციიდან გაუზიარებს, განსაკუთრებით ახალმოსულებს. ეს მხოლოდ ცოდნა კი არა, იდეებია, რომლითაც ჰოლდინგის მართვას აპირებს. მაგალითად, ის, რომ:

გზა „თეგეტაში“ არ იყო მარტივი. არა იმიტომ, რომ რაიმეს კეთება უჭირდა, ან გარემო დახვდა შეუსაბამო.

„მინდოდა, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის იმაზე უკეთესად მეკეთებინა, ვიდრე ჩემგან ელოდნენ, ან ვიდრე ვაკეთებდი გუშინ“.

აჯობო შენს თავს – ალბათ, ტრაფარეტული გამონათქვამია, თუმცა, ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, სადაც დამარცხება არ შეიძლება.

ამბობს, რომ ახალ პოზიციაზე „თეგეტელებს“ მისი სახით ეყოლებათ ადამიანი, ვინც მოუსმენს, გაუგებს, დაეხმარება და გაიზიარებს მათ აზრს. იმუშავებს კორპორაციული კულტურის გაძლიერებაზე, იქნება ცვლილებებისადმი ღია და გუნდური მოთამაშე. ეცდება, მაქსიმალურად მოერგოს კლიენტების მოთხოვნებს, რაც „თეგეტასთვის“ ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო. რაც შეეხება პარტნიორებს, ამბობს, რომ მათთან გრძელვადიან და ორივე მხარისთვის წარმატებულ ურთიერთობას განაგრძობს, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.

რა სიახლეებსა და ცვლილებებს გეგმავს ვახტანგ კაჭარავა „თეგეტა ჰოლდინგში“, ამაზე თავად გიამბობთ. თუმცა, საუბარი იმით დავიწყოთ, რა ვითარებაა დღეს ჯგუფში:

ვახტანგ კაჭარავა: 26 წელია, ამ ბიზნესს ვმართავთ და მომხმარებელს ვემსახურებით. პრაქტიკულად, მეოთხედი საუკუნე გავიდა და ვფიქრობ, ქვეყანაში ავტომომსახურების მაღალი სტანდარტის შექმნა შევძელით. ამ ეტაპზე, ჰოლდინგი 25-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავუმარტივოთ ტრანსპორტის ფლობის გამოცდილება, ანუ შევთავაზოთ მათ სრული საავტომობილო ეკო-სისტემა.

რა გამოწვევებია ჰოლდინგის ახალი ხელმძღვანელის წინაშე?

სამწუხაროდ, ჯერ ისევ პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ჩვენთვის #1 ამოცანა თანამშრომლების და მომხმარებლის უსაფრთხოებაა. ამიტომ, გუნდთან ერთად, შევიმუშავეთ სხვადასხვა აქტივობა ვაქცინაციის წასახალისებლად – შევეცადეთ, რომ კარგად აგვეხსნა, პირველი რიგში, ჩვენი გუნდისთვის, რამხელა საფრთხეა COVID-19 და რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რისკების, მაქსიმალურად, შესამცირებლად. საბედნიეროდ, წარმატებით იმუშავა კამპანიამ „თეგეტა მწვანე ზონა“.

უშუალოდ ბიზნესისთვის, უდიდეს გამოწვევად რჩება შექმნილი მსოფლიო კრიზისის სწორი და ეფექტური მართვა.

შევძელით, 2020 წლის გაყიდვებში 10%-მდე ზრდა გვეჩვენებინა. პანდემიის პირობებში, ვფიქრობ, ეს საამაყო შედეგია. თუმცა, ბიზნესი გლობალურად ჯერ ვერ დაეწია პანდემიამდელ დონეს და ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ კომპანია, მაქსიმალურად, ეფექტურად, ვიფიქროთ მეტ დივერსიფიცირებაზე, გამოვიყენოთ ყველა რესურსი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ხარისხი, რაც თავის მხრივ, კლიენტის კმაყოფილებაზე აისახება.

რა ცვლილებებს გეგმავთ ჰოლდინგში?

„თეგეტა“ არის კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება.

ასე დავიწყეთ და არც მომავალში ვაპირებთ გაჩერებას – სულ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და ინოვაციების დანერგვაზე ვართ ორიენტირებული ვიზრუნებთ, რომ „თეგეტა“ კიდევ უფრო კომფორტული და საქმიანობისთვის სასურველი ადგილი გახდეს ჩვენი თანამშრომლებისთვის.

ჩვენი ბიზნესი ჩვენი გუნდის წევრებზე დგას. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ის, რასაც დღეს „თეგეტა“ წარმოადგენს და ქმნის.

ცხადია, ჩვენს გეგმებშია ზრუნვა და მომსახურების გაუმჯობესება ჩვენი მომხმარებლისთვის, – 2020 წელს დავიწყეთ ეჯაილ ტრანსფორმაცია, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფი სრულად ახალი მოდელით და მიდგომებით ოპერირებს – ბიზნეს პროცესი 100%-ით მომხმარებლის საჭიროებაზე და მის კმაყოფილებაზეა მიმართული.

ჩვენი მიზანია: კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება ჩვენი მომხმარებლისთვის, რეგიონული დივერსიფიცირება საავტომობილო ჰაბის კონცეფციით, ახალი მიმართულებების, მაგალითად, საავტომობილო ელექტრიფიცირების და ელექტრონული კომერციის გაძლიერება და საშუალო ვადაში კომპანიის საერთაშორისო „ლისტინგი“.

„თეგეტა“ ძალიან აქტიურია CSR პროექტებითაც. ამ კუთხით რა სიახლეებს უნდა ველოდოთ, რა გეგმები გაქვთ?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტასთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მეტიც, საზოგადოების კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებზე ზრუნვა ჩვენი ჰოლდინგის იდენტობად მიგვაჩნია. ვფიქრობ, „თეგეტა აკადემიის“ როგორც პროფესიული განათლების ჰაბის არსებობა ამის ძალიან კარგი მაგალითია. წელს ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში განსაკუთრებული აქცენტი ქალთა გაძლიერებას ეთმობა, გვეამაყება, რომ პარტნიორებთან ერთად, უპრეცედენტო პროექტებს ვახორციელებთ და მომავალშიც ვაპირებთ ამავე გზის გაგრძელებას. ზოგადად, ზრუნვა გარემოზე, საზოგადოებასა და მომხმარებელზე ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებაა. კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას კი ამ ხედვის ქმედებებად ქცევის საშუალებად მივიჩნევთ.

ალბათ, ამდენ სიახლესა და ცვლილებას, „თეგეტას“ ბრენდის ტრანსფორმაცია მოჰყვება . .

ჩვენი ღირებულებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ცვლილებებია. ცვლილება არის ინსპირაციის წყარო, შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი.

შესაბამისად, ბრენდი აუცილებლად გაივლის ტრანსფორმაციას, როგორც ეს ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, თუმცა, იდეა რჩება უცვლელი, მაღალი ხარისხი და კლიენტის მოთხოვნებზე მაქსიმალური მორგება.

„თეგეტა“, პირველ რიგში, ყველასათვის საავტომობილო სერვისის მიმართულებით არის ცნობილი. აქ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრაცია ყოველდღიურობაში, მაგალითად, რიგების მართვის „სმარტ“ გადაწყვეტილებები, დისტანციური სერვისები, თანამედროვე მანქანა – დანადგარები, რაც  სერვისის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.

წყარო: https://www.marketer.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით ხელისუფლება კარგად მართავს კოვიდ სიტუაციას თუ არა?
Vote
By the way