USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალ 15 მარტიდან
дата:  483

ხვალ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება.

უფრო ზუსტად, 15 მარტიდან:

მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;

განახლდება სასკოლო წრეები;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.

ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати