USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
რომელი ქვეყანა სთავაზობს რეზიდენტებს საუკეთესო საპენსიო პირობებს? - 2023 წლის რეიტინგი
дата:  

ავტორი: სალომე ხიდურელი

წყარო: https://bm.ge/

1881 წელს გერმანიის პირველმა კანცლერმა ოტო ბისმარკმა პენსიაზე გასვლის რადიკალურად განსხვავებული ფორმა მოიფიქრა: 70 წელს გადაცილებული პირებისთვის სახელმწიფო ყოველთვიურ პენსიას გამოყოფდა, რითაც მათ მიერ სამსახურების დატოვებას წაახალისებდა - საპენსიო მოდელი მასებზე მალევე გავრცელდა და დღეს. უკვე გლობალურად ქვეყნების უმრავლესობა მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ თავისი რეზიდენტებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბენეფიტებს გამოყოფს.

თანამედროვე სამყაროში პენსია მხოლოდ ფინანსურ სარგებელს აღემატება. სწორედ ამიტომ, ქონების მართვის კომპანია Natixis-მა 44 სახელმწიფოს საპენსიო სისტემა იმ 4 კატეგორიის მიხედვით შეაფასა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, საუკეთესო საპენსიო პირობები მიიღონ. 2023 წლის გლობალურ საპენსიო ინდექსში თითოეული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შეფასება, საშუალოდ, 100 ქულას აღწევს, მინიჭებული ქულებით კი რეიტინგი დგინდება.

ინდექსი პენსიაზე გასასვლელად საუკეთესო ქვეყნებს შემდეგი კატეგორიების მიხედვით აფასებს:

  • ჯანდაცვა - საყოველთაო ჯანდაცვისთვის ერთ სულ მოსახლეზე დახარჯული ფინანსები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარჯები, რომლებსაც დაზღვევა არ ანაზღაურებს;
  • ცხოვრების ხარისხი - ბედნიერების დონე, სასმელი წყალი და სანიტარია, ჰაერის ხარისხი, გარემო და ბიომრავალფეროვნება;
  • მატერიალური კეთილდღეობა - შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, შემოსავლის თანასწორობა, დასაქმებულთა უქმე დღეები;
  • საპენსიო ფინანსები - სახელმწიფო ვალი, ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა და სხვ.

რომელი ქვეყანა ზრუნავს ყველაზე უკეთ 60 წელს გადაცილებულ რეზიდენტებზე? გლობალური ინდექსის თანახმად, ასეთი ნორვეგიაა, რომელმაც პირველი ადგილი ჯანდაცვასა და მატერიალური კეთილდღეობის კატეგორიებში მიღებული მაღალი ქულების ხარჯზე დაიმსახურა. ჯანდაცვის მიმართულებით, ნორვეგია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა მცირე ჩამონათვალში, რომლებმაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა პანდემიის შემდეგ გააუმჯობესეს. შესაბამისად, ნორვეგიაში ადამიანები საშუალოდ 83.3 წელს ცხოვრობენ, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგია. კონტრასტი განსაკუთრებულად თვალსაჩინოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინდექსით შეფასებულ სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, კანადა და ავსტრია, პანდემიის შემდეგ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შემცირებულია. რაც შეეხება მატერიალურ კეთილდღეობას, ამ კატეგორიაში მაღალი შეფასება ნორვეგიამ უმუშევრობის დაბალი დონით (3.8%) დაიმსახურა.

საინტერესოა ისიც, რომ ნორვეგიამ და მისმა მომდევნო TOP 3-მა ქვეყანამაც, რეიტინგში თავიანთი პოზიციები 2022 წლის ინდექსის შემდეგაც შეინარჩუნეს.

საუკეთესო საპენსიო სისტემების მქონე 25 ქვეყანა:

  1. ნორვეგია - 83%
  2. შვეიცარია - 82%
  3. ისლანდია - 81%
  4. ირლანდია - 80%
  5. ლუქსემბურგი - 79%
  6. ნიდერლანდები - 79%
  7. ავსტრალია - 78%
  8. ახალი ზელანდია - 77%
  9. გერმანია - 76%
  10. დანია - 76%
  11. ავსტრია - 75%
  12. კანადა - 74%
  13. ფინეთი - 74%
  14. შვედეთი - 74%
  15. სლოვენია - 73%
  16. გაერთიანებული სამეფო - 73%
  17. ბელგია - 72%
  18. ისრაელი - 72%
  19. ჩეხეთი - 72%
  20. აშშ - 71%
  21. სამხ. კორეა - 70%
  22. მალტა - 69%
  23. საფრანგეთი - 69%
  24. იაპონია - 68%
  25. ესტონეთი - 67%

ინდექსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ “მოწინავე ეკონომიკებად” წოდებული, ასევე “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD”-ისა და BRICS-ის (აკრონიმი: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) წევრი ქვეყნები შეაფასა. შესაბამისად, საქართველო რეიტინგში არ მოხვედრილა.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати