“ჯორჯიან მანგანეზის” მსგავსად უმსხვილესი მომხმარებლების სიაში სხვა მეტალურგიული ქარხნებიც შევიდნენ. მათთან ერთად სიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიებიც არიან.
1. "ჯორჯიან მანგანეზი/ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 491.4 მილიონი კვტსთ;
2. "ბი ეფ დი სი" (Bitfury Georgia) - 159.5 მილიონი კვტსთ;
3. "რუსთავის აზოტი" - 109.7 მილიონი კვტსთ;
4. "რუსთავის ფოლადი" - 75.5 მილიონი კვტსთ;
5. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 73.9 მილიონი კვტსთ;
6. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 72.3 მილიონი კვტსთ;
7. "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 59.2 მილიონი კვტსთ;
8. "ჯი თი ემ გრუპი" - 45.9 მილიონი კვტსთ;
9. ჯეოსთილი" - 39.9 მილიონი კვტსთ;
10. "RMG Cooper" - 31.1 მილიონი კვტსთ;
რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2021 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 5.58 მილიარდი კილოვატ სააათი იყო, ეს 2020 წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია. დენის მოხმარების ასეთი ზრდა ქევაყანაში ეკონომიკის აღდგენაზე მეტყველებს.
ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი
წყარო:bm.ge
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.