USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 4 აპრილს?
Date:  363

4  აპრილს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი და მისი 199 მოწაფე (+251)

23 (05.04) მარტი

წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი და მისი 199 მოწაფე (+251); მღვდელმოწამე ნიკონი დაიბადა ნეაპოლში. მისი მამა წარმართი იყო, დედა კი - ქრისტიანი. მამის სარწმუნოების მიმდევარი ნიკონი ჯარისკაცი იყო და არაჩვეულებრივი მამაცობითა და ძლიერებით გამოირჩეოდა. ერთხელ ნიკონი თავის რაზმთან ერთად ალყაში მოექცა. სასიკვდილო განსაცდელში ჩავარდნილმა მხედარმა დედის ქრისტიანული დარიგებანი გაიხსენა, პირჯვარი გადაისახა და უფალს აღუთქვა, რომ მოინათლებოდა. გარდაუვალ სიკვდილს გადარჩენილი ნიკონი სახლში დაბრუნდა და დედის რჩევით მღვდლის საძებნელად წავიდა. იმდროინდელი დევნულობის გამო ხუცესის პოვნა ერთობ ძნელი იყო. წმიდა ნიკონმა კუნძულ ხიოსს მიაღწია, მაღალ მთაზე ავიდა, რვა დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა და უფალს შეევედრა, შემწეობა აღმოეჩინა. მას ანგელოზი გამოეცხადა და გზა ასწავლა. წმიდა ნიკონმა განოსის მთას მიაშურა, სადაც ბერები იმალებოდნენ. ეპისკოპოს თეოდისისაგან ნათელღებული ნიკონი ბერად აღიკვეცა. სამი წლის შემდეგ უფალმა გამოცხადებით აუწყა ეპისკოპოსს, რომ სათნოებით გამორჩეული ნიკონისათვის ეპისკოპოსად დაესხა ხელი, შემდეგ კი საძმო სიცილიაში გადასულიყო. თეოდოსიმ აღასრულა ღვთის ნება და გარდაიცვალა. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ წმიდა ნიკონი 190 ძმასთან ერთად სიცილიაში წავიდა. ღვთის ნებით ნიკონი მშობლიურ ნეაპოლში აღმოჩნდა და სულთმობრძავ დედას მიუსწრო. დედამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები შვილის გვერდით გაატარა და ლოცვით აღესრულა.

ქალაქში წმიდა ნიკონის ჩამოსვლა ყველამ გაიგო. წმიდა მამასთან მივიდა მისი თანამებრძოლი ცხრა მხედარი. ეპისკოპოსთან საუბრის შემდეგ მეომრებმა ნათელიღეს და თან გაჰყვნენ მას სიცილიაში. წმიდა ნიკონი ძმებთან ერთად დასახლდა მდინარე ასინოსის ახლოს მდებარე უდაბნოში.

რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. სიცილიის მმართველს, კვინტიანს შეატყობინეს, რომ შორიახლოს ცხოვრობდა ეპისკოპოსი მრავალრიცხოვან საძმოსთან ერთად. 199 ბერი შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს, წმიდა ნიკონი კი საწამებლად განამზადეს. წმიდანი ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა, ველურ ცხენებს გამოაბეს, მაგრამ ისინი ადგილიდან არ დაიძრნენ. თავი მოჰკვეთეს და ბოლოს წმიდა მღვდელმოწამის ნეშტი ნადირთა საჯიჯგნად დააგდეს.

იმ ადგილებში ბოროტი სულებისაგან შეპყრობილი მწყემსი დაეხეტებოდა. როცა წმიდა ნიკონის ნეშტს მიუახლოვდა, ეშმაკეულ მიწაზე დაეცა და ბოროტი სული გამოვიდა მისი სხეულიდან. განკურნებულმა მწყემსმა ამ სასწაულის შესახებ მოუთხრო იქაურ მცხოვრებლებს. მესინის ეპისკოპოსმა პატივით დაკრძალა მღვდელმოწამე ნიკონი და მისი მოწაფეები.

მოწამე ფილოტი და მეუღლე მისი ლიდია; მაკედონი, თეოპრედი, კრონიდე და ამფლიოქე (+117-138)

23 (05.04) მარტი

მოწამე ფილოტი და მეუღლე მისი ლიდია; მაკედონი, თეოპრედი, კრონიდე და ამფლიოქე (+117-138) წმიდა ფილოტი იყო უსჯულო იმპერატორის ადრიანეს (117-138) კარისკაცი. ქრისტეს საჯარო აღიარებისათვის წმიდა ფილოტი მეუღლესთან, ლიდიასთან და შვილებთან, მაკედონთან და თეოპრედთან ერთად სამჯავროზე წარსდგა. ადრიანეს ბრძანებით წმიდა ფილოტი ოჯახთან ერთად ილირიაში გაგზავნეს ამფილოქე მხედარმთავართან. ამფილოქეს ბრძანებით, მოწამენი ხეზე ჩამოკიდეს და დანებით დასერეს, წამების შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს. მათთან ერთად დაატყვევეს ციხის ახალმოქცეული უფროსი კრონიდე. ღამით მოწამეებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და გაამხნევა. მეორე დღეს ისინი ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს, მაგრამ ღვთის განგებით მოწამენი უვნებლად გადარჩნენ. ამფილოქე ისე გააოგნა ამ სასწაულმა, რომ ირწმუნა ქრისტეს ძალა, თვითონაც გადაეშვა ადუღებულ ზეთში ლოცვით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. ღმერთის უსაზღვრო წყალობამ მხედართმთავარიც დაიცვა მოწამეთა შემდგომ ტანჯვა-წამებას თვით იმპერატორი ადრიანეც ესწრებოდა. ღვთის განგებამ ყველა სატანჯველისაგან უვნებლად გამოიყვანა წმინდანები.

შერცხვენილი იმპერატორი რომში დაბრუნდა. ქრისტეს მარტვილებმა კი ღმერთს მადლობა შესწირეს და ლოცვაში აღესრულენ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way