USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 30 სექტემბერს?
 771

30 სექტემბერსახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახლ. 137)

კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის ასულებს, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების მიხედვით პისტი (რწმენა), ელპიდი (სასოება) და აღაპი (სიყვარული) დაარქვა. იმპერატორ ადრიანეს (+117-138) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას დედა და შვილები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და მას დაუფარავად აღიარებდნენ ყველას წინაშე. ქალაქის თავმა ანტიოქოსმა ამის შესახებ უღმრთო თვითმპყრობელს აუწყა, მან კი, პირუტყვული გულისწყრომით აღსავსემ, ბრძანა, დაუყოვნებლად რომში ჩაეყვანათ აღმსარებლები. ქრისტეს სასძლოები სიხარულით აღივსნენ, მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს, სატანჯველთა დათმენის ძალა მიემადლებინა მათთვის. როცა წმიდანები იმპერატორის წინაშე წარდგნენ, ყველა გააოგნა მათმა სიმშვიდემ: გეგონებოდათ, საწამებლად კი არა, ბრწყინვალე დღესასწაულზე მოუხმიათო. ადრიანემ არტემიდეს კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა მარტვილებს. სოფიომ ყველას მაგივრად მიუგო: მისთვის მოვსულვართ „აქა ჰრომედ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ჩუენი დავიცვათ, ვიდრე სიკუდილადმდე“. უსჯულომ სამი დღე მისცა მათ საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად, შემდეგ კი ასულები ცალკე გაიხმო, პირფერობით მოუწოდა გამზრდელი დედის სიბრალულისკენ და უწინდელი მოთხოვნა გაუმეორა. გოგონებმა მტკიცედ მიუგეს: „რაჲ უტკბილეს არს ქრისტეანისა, ვითარ ვნებაჲ ქრისტესთჳს!“ ამის შემდეგ მტარვალმა დები ურთიერთს დააშორა - იმედოვნებდა, რომ ასე მაინც მოაუძლურებდა ნეტარებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. პირველად უფროსი - თორმეტი წლის პისტი ეწამა. უსჯულოებმა მას სამოსელი შემოაძარცვეს, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ მკერდი მოაჭრეს. ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, მაგრამ ამ სასწაულმა გონს ვერ მოიყვანა „მძლავრი იგი“ - ბრძანა, გახურებული კეცებით მოეწვათ წყლულები; პისტი ცეცხლზე შემოდგმულ, ფისითა და ქონით სავსე ტაფაზე დააყენეს, მაგრამ ალს სიმხურვალე დაეკარგა და ქრისტეს სასძლოს არაფერი დაშავებია. ბოლოს მას თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. შემდეგ შუათანა - ათი წლის ელპიდე აწამეს. ისიც ტანსაცმელშემოძარცული გვემეს გამხმარი ძარღვებით და ცეცხლში ჩააგდეს; უვნებლად გადარჩენილი, ძელზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ - ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩააყენეს, მაგრამ ქვაბი ცვილივით გალღვა, მდუღარე დაითხია, შემოკრებილთაგან მრავალი დაწვა, წმიდა მოწამე კი გადარჩა. ბოლოს ისიც მახვილით მოაკვდინეს. ამის შემდეგ ჯერი ნაბოლარაზე, ცხრა წლის აღაპიზე მიდგა. იგი ისე სასტიკად გვემეს, რომ „ასოთა იგი შეგდმულებაჲ დაიჴსნებოდა თჳსისა შენაწევრებისაგან“. ნაწამებს უღმრთო მსაჯულმა აღუთქვა, თუ სიტყვით მაინც აღიარებ, რომ „დიდ არს არტემი“, ცეცხლში დაწვას გადაურჩებიო. გოგონა კი არც ჯალათებს დაელოდა, არც მტარვალის ბრძანებას - „ესრეთ წადიერად შევიდა და დადგა შორის საჴუმილსა მას“. ყრმა უფლის ანგელოზებმა დაიცვეს დაწვისგან. გააფთრებულმა წარმართებმა „რკინითა საჴურეტელითა შეშისაჲთა“ ბარძაყები დაუხვრიტეს ნეტარს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. სოფიოს ყველაზე სასტიკი წამება ხვდა წილად - საკუთარი თვალებით უმზერდა შვილების ტანჯვას, მაგრამ „არარაჲ შეემთხუეოდა სულმოკლებისა და დედობრივისა მოშიშებისაჲ“. საკვირველ ასულთა საკვირველი დედა სიტყვითა და ლოცვით განაძლიერებდა მარტვილებს, შემდეგ კი ლუსკუმაში ჩაასვენა მათი ცხედრები, ურმით წაასვენა მშობლიურ ქალაქში და თავის მიერვე აგებულ საყდარში დაფლა. სამი დღე არ განშორებია ნეტარი წმიდა საფლავებს, შემდეგ კი მისი სულიც შეივედრა უფალმა (+დაახლ. 137).

წმიდა მოწამე თეოდოტია (+დაახლ. 230)

წმიდა მოწამე თეოდოტია, წარმოშობით კაბადოკიელი, ქალაქ ნიკეაში ეწამა იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის (222-235) დროს. როცა კაბადოკიის მმართველად ვინმე სიმბლიკიოსი დანიშნეს, მას მოახსენეს, რომ მდიდარი ქალბატონი თეოდოტია ქრისტეს აღიარებდა. მმართველმა თავისთან მოუხმო მაცხოვრის მსასოებელს და დიდხანს ეცადა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან მის გადადრეკას. უსჯულო ხელისუფალი მალე დარწმუნდა, რომ ვერანაირი შეგონება ნაყოფს ვერ გამოიღებდა და მხნე აღმსარებელი ჯალათებს გადასცა. თეოდოტია დაკიდეს, სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. რვა დღის შემდეგ, როცა წმიდანი ხელახლა გაიყვანეს საწამებლად, მას გადატანილი სატანჯველების კვალი ოდნავღა აჩნდა. სიმბლიკიოსის ბრძანებით გახურებულ ქურაში შეაგდეს მოწამე.

რამდენიმე ხნის შემდეგ ქურუმებმა გააღეს ღუმელი, რომ მოწამის ფერფლი გაეფანტათ, მაგრამ ცეცხლმა შთანთქა უსჯულოები, გადარჩენილებმა კი სრულიად უვნებელი თეოდოტია იხილეს.

მარტვილის მოუდრეკლობა არ ასვენებდა სიმბლიკიოსს. იგი ბიზანტიონში გაემგზავრა, მობრუნებულზე კი ანკვირიაში გაჩერდა და ბრძანა, კვლავ მიეგვარათ მისთვის თეოდოტია. სიმბლიკიოსის განკარგულებით იგი მაშინვე გახურებულ რკინაზე დააგდეს, მაგრამ უფლის რჩეული ისევ უვნებელი დარჩა. მაშინ უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ნეტარი ქალაქ ნიკეაში გადაეყვანათ - იმედოვნებდა, რომ წარმართულ ტაძარში მსხვერპლის შეწირვაზე მის დაყოლიებას მოახერხებდა; მაგრამ თეოდოტიას ლოცვით კერპები ბომონებიდან ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. გააფთრებულმა სიმბლიკიოსმა ბრძანა, თეოდოტიასთვის თავი მოეკვეთათ. მისი ცხედარი ნიკეის ეპისკოპოსმა, სოფრონმა მიაბარა მიწას.

წმიდა მოწამე აღათოკლია

წმიდა მოწამე აღათოკლიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები უცნობია, ვიცით მხოლოდ, რომ ის ერთი წარმართი და ქრისტესმოძულე ქალბატონის მხევალი იყო. ამ უკანასკნელს ქრისტეს აღსარებისთვის საშინლად სძულდა აღათოკლია და რვა წლის მანძილზე სასტიკად ტანჯავდა მას. ერთხელ გააფთრებულმა ქალმა ცემით ხერხემალი დაუზიანა მხევალს, შემდეგ ენის წვერიც მოაჭრა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, მოედრიკა წმიდანი და წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე დაეყოლიებინა. უღმრთო ქალბატონმა საპყრობილეში ჩააგდო იგი. აღათოკლიასთან ყოველდღე ჩიტებს მიჰქონდათ საზრდელი. ბოლოს ბოროტებისგან გონდაკარგული უსჯულო საპყრობილეში შევიდა და აღათოკლია სიცოცხლეს გამოასალმა.

წმიდანი 156 მოწამენი: პელიოსი და ნილოსი - მეგვიპტელნი ეპისკოპოსნი,
ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი (+დაახლ. 310)

წმიდანი ასორმოცდათექვსმეტი მოწამენი: პელიოსი და ნილოსი - მეგვიპტელი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ. მარტვილთა უმეტესობა ეგვიპტელი იყო, იყვნენ მათ შორის პალესტინელებიც. ისინი პალესტინის მმართველმა ფირმილიანემ შეიპყრო და სასტიკად აწამა: ნეტარებს თვალები დათხარეს, ფეხის ძარღვები დააჭრეს... ბოლოს ას მოწამეს თავი მოჰკვეთეს, დანარჩენები კი - დაწვეს.

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way