USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე - რეიტინგი
თარიღი:  2662

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 236 მილიონი დოლარის ღირებულების 13.5 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 226%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $17 ათასი დოლარი იყო.

ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 62 მილიონი დოლარის ღირებულების 4.8 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. მეორე ადგილზეა ყაზახეთი 51.5 მილიონი დოლარის რეექსპორტით, მესამეზე კი სომხეთი 50.1 მილიონის რეექსპორტით.

ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით:

1. აზერბაიჯანი - $62.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 53% ; 4,820 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $12.9 ათასი;
2. ყაზახეთი - $51.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 593% ; 2,589 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $19.9 ათასი;
3. სომხეთი - $50.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2253% ; 2,834 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $17.7 ათასი;
4. ყირგიზეთი - $43.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1525% ; 1,338 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $32.3 ათასი;
5. რუსეთი - $13.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 680% ; 978 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $13.8 ათასი;
6. ტაჯიკეთი - $5.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 314% ; 580 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $9.9 ათასი;
7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $3.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 162% ; 51 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $76.7 ათასი;
8. უკრაინა - $2.0 მილიონი, მატება წინა წელთან -71% ; 117 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $17.3 ათასი;
9. ჩინეთი - $1.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 267% ; 33 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $44.3 ათასი;
10. ბელარუსი - $0.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6508% ; 37 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $21.3 ათასი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი 77 ათასი დოლარის საშუალო ფასის მქონე ავტომობილები UAE-ში გადის.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის