USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი?
Date:  797

2022 წლისთვის გლობალური საოჯახო ქონება $454 ტრილიონს აღწევდა, საიდანაც ნახევარზე მეტს მილიონერები ფლობენ, თუმცა საინტერესოა, რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები?

გამოცემა Visual Capitalist, Credit Suisse-სა და UBS-ის გლობალური სიმდიდრის 2023 წლის კვლევაზე დაყრდნობით იმ ქვეყანათა რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. ანგარიშში განხილულია როგორც მსოფლიო ბანკის, ისე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და Forbes-ის მოკვლევები.

UBS-ი მილიონერებად იმ ინდივიდებს მიიჩნევს, რომელთა სრული ქონება, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური აქტივების ღირებულება, $1 მილიონს აღემატება. ბოლო ინფორმაციით დედამიწაზე 60 მილიონამდე მილიონერი ცხოვრობს, მათ 42%-ს კი ჩრდილოეთ ამერიკაში ვხვდებით.

მილიონერების გადანაწილება რეგიონების მიხედვით:

  1. ჩრდ. ამერიკა - 24.7 მილიონი
  2. ევროპა - 16.3 მილიონი
  3. აზია-წყნარი ოკეანეა - 9.8 მილიონი
  4. ჩინეთი - 6.2 მილიონი
  5. ლათინური ამერიკა - 1.2 მილიონი
  6. ინდოეთი - 0.85 მილიონი
  7. აფრიკა - 0.36 მილიონი

მილიონერების გადანაწილება ქვეყნების მიხედვით:

  1. აშშ - 22.7 მილიონი
  2. ჩინეთი - 6.2 მილიონი
  3. საფრანგეთი - 2.8 მილიონი
  4. იაპონია - 2.8 მილიონი
  5. გერმანია - 2.6 მილიონი
  6. დიდი ბრიტანეთი - 2.6 მილიონი
  7. კანადა - 2.0 მილიონი
  8. ავსტრალია - 1.8 მილიონი
  9. იტალია - 1.3 მილიონი
  10. სამხ. კორეა - 1.3 მილიონი
  11. ნიდერლანდები - 1.2 მილიონი
  12. ესპანეთი - 1.1 მილიონი
  13. შვეიცარია - 1.1 მილიონი
  14. ინდოეთი - 850 ათასი
  15. ტაივანი - 765 ათასი

UBS-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი მილიონერი ნიუ-იორკში ცხოვრობს. რაც შეეხება ფინანსურ განაწილებას, მილიონერთა 87%-ის ქონება $1-5 მილიონს არ აღემატება, 8.6%-ის ქონება - $10 მილიონს, 4.6%-ის აქტივების ღირებულება კი $10 მილიონზე მეტია.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way