USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
რომელ ორ პროექტში აპირებს 5.7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადებას აბუ-დაბის დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი?
Date:  830

აბუ-დაბის დეველოპერულმა კომპანია Eagle Hills-მა გამოაცხადა, რომ საქართველოში ორ პროექტში 5.7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Arabian Gulf Business Insight-ი ავრცელებს.

კომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან თბილისსა და ბათუმში წყლისპირა პროექტების განვითარების შესახებ.

თბილისში კრწანისის პარკი იქნება მდინარისპირა შერეული სარგებლობის პროექტი საცხოვრებელი და საცალო ფართებით (590 ჰექტარის ტერიტორია).

Eagle Hills-ი ბათუმში გეგმავს „გონიო მარინას“ (260 ჰექტარი) პროექტის განვითარებას, რომელიც მოიცავს ბრენდირებულ საცხოვრებელ სივრცეს, სასტუმროებს, საცალო ვაჭრობის პარკებსა და საპარკო ზონებს.

Eagle Hills-ის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალაბარმა განაცხადა, რომ საქართველოს „უზარმაზარი პერსპექტივები და პოტენციალი აქვს“.

შეთანხმებას ხელი აბუ დაბიში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს მოეწერა.

Eagle Hills-ს აქვს მრავალმილიარდიანი პროექტები ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way