USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
რომან გოცირიძე გია ვოლსკის მიმართავს - დაითვალე 60 დღე, 2 თვე დაელოდე და კოალიციური მთავრობა იქნება
თარიღი:  1059

კოალიციური მთავრობა იქნება და ორ თვეში ნახავს. ორი თვე დაიცადოს, დათვალოს ორი თვე, 60 დღე და დაელოდოს, - ასე უპასუხა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გია ვოლსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას “ქართული ოცნება” რომ ჩამოსცილდეს, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის “დახვრას დაიწყებენ”.

როგორც გოცირიძე აცხადებს, პირველად საქართველოს ისტორიაში არის შანსი, რომ ევროპული ყაიდის ხელისუფლება ვიხილოთ.

„ვნახავთ, როგორი იქნება კოალიციური ხელისუფლება, მშვენიერი ხელისუფლება იქნება. იქნება წარმოდგენილი თითქმის ყველა პარტია და ბუნებრივია, ეს პარტიები შეეცდებიან თანაარსებობას, თუ უნდათ, რომ ხელისუფლება იყოს სტაბილური. პირველად საქართველოს ისტორიაში არის შანსი, რომ ევროპული ყაიდის ხელისუფლება ვიხილოთ”,- განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გოცირიძე ამბობს, რომ კოალიციური ხელისუფლების შემთხვევაში წინასწარ, არჩევნებამდე რომელიმე პარტიის კანდიდატზე შეთანხმება არ ხდება.

“არასდროს კოალიციის დროს არ ხდება წინასწარ რომელიმე სხვა პარტიის პრემიერობის კანდიდატის ირგვლივ კონსოლიდაცია და არჩევნებში გასვლა. გადიან პარლამენტში და პარლამენტში ხდება კოალიციის შექმნა, რომელსაც ეყოლება პრემიერ-მინისტრი და ბუნებრივია, მთავრობის კაბინეტში იქნება განაწილებული ადგილები. კონსულტაციები რთული იქნება, მაგრამ პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. ვისწავლოთ ბევრი რამ”,- განაცხადა გოცირიძემ.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს. კითხვაზე, შეიძლება თუ არა პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყოს, რომან გოცირიძე პასუხობს - „რატომაც არა”.

 

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის