USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
რომან გოცირიძე - ეს ხომ ის ხალხია, ვინც 8 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა
Date:  1103

„თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა“, - აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

„ეს ხომ ის ხალხია, ვინც 8 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა. რატომ უნდა ვენდოთ მათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში რამეს გააკეთებენ?! აი, ეს არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი სახე, რომლის მთავარი მახასიათებელი არის ბატონისადმი უსიტყვო მორჩილება, მორჩილება, მორჩილება. თუ გინდა „ქართული ოცნების“ „კარზე" რაიმეს მიაღწიო, უსტიყვოდ მორჩილი უნდა იყო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way