USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
რომან აბრამოვიჩი სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს ესწრება
Date:  774

რუსი მილიარდერი, რომან აბრამოვიჩი სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს ესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

თურქული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანს, რომ ის მოლაპარაკებებს ესწრება, თუმცა დელეგაციის წევრების მაგიდასთან არ ზის.

აბრამოვიჩის მოლაპარაკებებზე ყოფნა იმაზე მეტყველებს, რომ ის ჯერ კიდევ გარკვეული დონით ჩართულია შუამავლობის ძალისხმევაში.

სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მიღწეულმა პროგრესმა შესაძლოა გზა გაუხსნას უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შეხვედრას.ა

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way