USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
როგორია ბინების ფასები თბილისში მდგომარეობის (კარკასების) მიხედვით?
თარიღი:  227

2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, თბილისში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება შავი კარკასისთვის 3 314 ლარია, თეთრი კარკასისთვის 3 474 ლარი, ხოლო მწვანე კარკასისთვის - 4 288 ლარი.

ამის შესახებ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა.

ტენდენცია მზარდია, თუმცა თეთრი კარკასის შემთხვევაში მეორე კვარტალთან შედარებით ფასის მცირედი კლება ფიქსირდება.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის