USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
როგორი ხასიათის იქნება 2023 წელს დაბადებული ბავშვი?
дата:  903

ახალი წლის დადგომამდე თითებზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა, ამიტომ ყველას, ვინც ოჯახში ახალი წევრის შემატებას ელის, ვთავაზობთ, გაიაზრონ, როგორები იქნებიან შავი წყლის კურდღლის წელში დაბადებული ბავშვები.

 

დავიწყოთ იმით, რომ აღმოსავლური კალენდარი, რომელიც ჩინური ახალი წლის თარიღს განსაზღვრავს, ევროპელების გრიგორიანულ კალენდარს არ ემთხვევა.

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით შავი წყლის კურდღლის წელი 2023 წლის 22 იანვარს დაიწყება და 2024 წლის 9 თებერვლამდე გაგრძელდება.

ამრიგად, ჩინური ჰოროსკოპით:

2023 წლის 1-იდან 22 იანვრამდე დაბადებულის მფარველი შავი წყლის ვეფხვი იქნება,

22 იანვრის შემდეგ დაბადებულის კი - შავი წყლის კურდღელი.

ძველჩინური წარმოდგენის თანახმად, სამყაროში ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალები არსებობენ: ინ – წყვდიადი, ქალური, უარყოფითი და იან – ნათელი, კაცური, დადებითი. ჩინური კალენდრის 12 წლიანი ციკლისგან შედგება და ამ ციკლში კურდღელი ინის ენერგიას მიეკუთვნება.

2023 წლის სომბოლოს ზოგადი მახასიათებლებია: პლანეტა მერკური; დამაბალანსებელი წყვილი - ძაღლი; წელიწადის დრო - გაზაფხული; თვე - მარტი; მცენარე - ლეღვის ხე; ყვავილები - შროშანა, ჰოსტა; ფერი - შავი, ლურჯი; ზოდიაქოს ნიშანი - თევზები; განსაკუთრებული უნარი - კრეატიულობა; იღბლიანი რიცხვები - 3, 4, 6; უიღბლო რიცხვები - 1, 7, 8....

როგორი ხასიათის იქნება 2023 წელს დაბადებული ბავშვი?

ამის გასაგებად კურდღლის ხასიათი უკეთ უნდა შევისწავლოთ.

მისი დადებითი მხარეებია:

  • დამთმობი ხასიათი
  • დაკვირვებულობა
  • სიმარჯვე
  • სხვისი რჩევისა და გამოცდილების სწორად გამოყენების უნარი
  • პედანტურობა
  • პუნქტუალურობა
  • ერთგულება
  • საიმედოობა
  • პასუხისმგებლობა

კურდღლის უარყოფითი თვისებებიდან, რომლებიც შეიძლება 2023 წელს დაბადებულ ბავშვსაც დაჰყვეს, აღსანიშნავია:

  • მყიფე ფსიქიკა
  • სხვა ადამიანებზე დამოკიდებულება
  • თვითშეფასების ნაკლებობა
  • მშიშრობა
  • სიმორცხვე
  • კონფლიქტურ სიტუაციებში უკომპრომისობა.

რომელ დადებით ან უარყოფით თვისებებს მიიღებს 2023 წელს დაბადებული ბავშვი კურდღლისგან, დიდწილად დაბადების თარიღსა და დროზეა დამოკიდებული.

რამდენად წარმატებულები იქნებიან, ეს დიდარ არის დამოკიდებული ოჯახურ გარემოზე.

ალბათ უკვე იცით, რომ კურდღლის წელი 12 წელიწადში ერთხელაა, თუმცა კონკრეტულად შავი წყლის კურდღლის წელი 60 წელიწადში ერთხელ დგება.

ასტროლოგების აზრით, კურდღელზე წყლის სტიქიის გავლენა არაერთგვაროვანი იქნება. ამ გავლენის წყალობით შესაძლოა, 2023 წელს დაბადებული ბავშვები სხვათა მოსაზრებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეები, ემოციურები და ძალიან ფრთხილები იყვნენ. ამან შეიძლება თანატოლებთან ურთიერთობა გაართულოს.

ბიჭი

წყლის კურდღლის ნიშნით დაბადებული ბიჭები კარგად აღზრდილები და თავშეკავებულები არიან, რაც პირველივე ნახვაზე პატივისცემას და სიყვარულს იწვევს.

ასევე, გონებამახვილები არიან და სხვა ადამიანების გაგების განსაკუთრებული უნარი აქვთ.

ბიჭი კურდღლები როგორც ზუსტ, ისე ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შესანიშნავად აითვისებენ. ისინი ნამდვილი ინტელექტუალები არიან, რომლებსაც ნაჩქარევი და დაუფიქრებელი მოქმედება არ ახასიათებთ.

ისინი ზედმეტად ფრთხილები, წინდახედულები არიან, არ ენდობიან უცხო ადამიანს.

უარყოფით თვისებებს შორის შეიძლება დავასახელოთ ნელი მოქმედება და თავდაცვის უნარის ნაკლებობა. სწორედ ამ თვისებებზე უნდა იმუშაოთ კურდღლის ადრეული ბავშვობიდან. სასურველია, რომ კურდღელი პატარაობიდან სპორტულ წრეებზე ატაროთ.

გოგო

წყლის კურდღლის ნიშნით დაბადებული გოგონები სიტყვაძუნწები, მშვიდები და ჭკვიანები არიან.

მდიდარი შინაგანი სამყარო და უამრავი ნიჭი აქვთ.

ისინი გულმოდგინეები და შრომისმოყვარეები არიან და როგორც წესი, სკოლაში კარგად სწავლობენ. ამასთან აქტიურობენ სხვადასხვა წრეებსა და სექციებზე....

კურდღელი გოგოების უარყოფითი თვისება თავდაჯერებულობის ნაკლებობა, მორცხვობა და კრიტიკის მტკივნეული აღქმაა.

ჯანმრთელობა

წყლის კურდღლის სუსტი წერტილი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაა.

ჩვილები, დღის რეჟიმის ნებისმიერ ცვლილებას მტკივნეულად აღიქვამენ. ისინი მტირალები და კაპრიზულები არიან. სტრესი ნებისმიერ ასაკში კურდღლის მთავარი საფრთხეა. ამ ნიშნის ბავშვებს ყველაზე ხშირად ვირუსული და ინფექციური დაავადებები, ასევე ალერგიები აწუხებთ.

კარიერა

შრომისმოყვარეობისა და მახვილი გონების დამსახურებით კურდღლები ბევრს მიაღწევენ. განსაკუთრებით თუ საკუთარ კომპლექსებს გაუმკლავდებიან. ისინი გულმოდგინე დაქ დაფასებული თანამშრომლები, სამართლიანი უფროსები და ეფექტური ლიდერები არიან.

კურდღლის წელში დაბადებული ცნობილი ადამიანები

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორი ბავშვები დაიბადებიან 2023 წელს, გირჩევთ კურდღლის წელს დაბადებული ადამიანების სიას გადახედოთ:

  • ალბერტ აინშტაინი
  • ანრი სტენდალი
  • არტურ მილერი
  • არტურო ტოსკანინი
  • უოლტერ სკოტი
  • დედოფლი ვიქტორია
  • გარი კასპაროვი
  • ჯუზეპე გარიბალდი
  • ჟორჟ სიმენონი
  • ინგრიდ ბერგმანი
  • იოჰან ფრიდრიხი
  • იოსებ სტალინი
  • კონფუცი
  • მარი კიური
  • რაფაელ სანტი
  • ფიდელ კასტრო
  • ფრენკ სინატრა
  • ედიტ პიაფი და სხვ.

წყარო:https://funtime.ge

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати