USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
როგორი იყო დედამიწა გიგანტური მწერების ეპოქაში?
Date:  656

300 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ, გიგანტური დინოზავრების ეპოქამდე, დედამიწა გიგანტურ მწერებს ეკუთვნოდათ.
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ჭრიჭინები ყვავის ზომისაა, ხოლო ორწყვილფეხიანი მრავალფეხა ავტომობილების სიგრძეა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კარბონულ პერიოდში!
რატომ იყვნენ მწერები იმ პერიოდში ასეთი უზარმაზარი?
რა კავშირი ჰქონდა ჟანგბადს?
და რატომ გადაშენდნენ ისინი?

კარბონული პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი პერიოდი იყო დედამიწის ისტორიაში.
პლანეტის მიწის მასებმა სუპერკონტინენტ პანგეას ფორმირება დაიწყეს.

ლანდშაფტზე დომინირებდნენ გიგანტური ჭაობები და თბილი, ნოტიო ტყეები.
და გიგანტური მწერები არ ყოფილან ერთადერთი უზარმაზარი არსებები, რომლებიც მაშინ პლანეტაზე ბინადრობდნენ.

დედამიწა ასევე იყო წყლის ცხოველების კიდევ უფრო მრავალფეროვანი სახლი.

მაშინ პლანეტის წყლებში ბინადრობდნენ ზვიგენების ადრეული ფორმები და გიგანტური ამფიბიები, რომელთა სიგრძეც 1 მეტრს აღწევდა.

კარბონულ პერიოდში მოგზაურობისას, პირველი რასაც შეამჩნევდით მწერების მსგავი გიგანტური არსებები იქნებოდა.

ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მეგანევრა იყო.
ეს მწერი თანამედროვე ჭრიჭინას წააგავდა, გარდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალისა: მისი ფრთების სიგრძე 75 სანტიმეტრს აღწევდა.
რაც შეეხება მის შემაძრწუნებელ მხარეებს, იგი მტაცებელი იყო და ნადირობდა სხვა მწერებსა და პატარა ამფიბიებზე.

თანამედროვე ჭრიჭინას პროვოკაცია თუ ცაში დაფრინავდა, მიწაზე ართროპლევრა დაიარებოდა.
ამ მრავალფეხას სიგრძეში 2.5 მეტრამდე შეეძლო ზრდა.
საბედნიეროდ, იგი დამპალ მცენარეებს ამჯობინებდა და თქვენ არ აგედევნებოდათ.

კიდევ ერთი არც ისე სასიამოვნო გარეგნობის მწერი პულმონოსკორპიუსი იყო.

იგი გახლდათ გიგანტური მორიელი, რომელიც ძირითადად დედამიწის ჭაობიან ტერიტორიებზე ბინადრობდა და სიგრძეში 70 სმ-მდე აღწევდა.
ასევე არსებობდნენ გიგანტური ტარაკნები, რომლებიც 10 სმ-მდე იზრდებოდნენ და ერთდღიურები, რომელთა ფრთების სიგრძეც 45 სმ-ს აღწევდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ ეპოქაში ხეტიალისას ბევრი რამისთვის მოგიწევდათ ყურადღების მიქცევა და თავდაცვაც კი.

საკითხავია, როგორ გახდნენ ეს მწერები ასეთი გიგანტურები?
კარბონულ პერიოდში ცხოვრებისას თავს ბევრად უფრო ენერგიულად და ფხიზლად იგრძნობდით.

კვლევებმა აჩვენეს, რომ იმ პერიოდში ატმოსფეროში ჟანგბადის დონემ 35%-ს მიაღწია - დღეს კი 21%-ია.
სწორედაც რომ ჟანგბადი იყო გიგანტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

მაგრამ როგორ და რატომ გახადა ჟანგბადმა ისინი ასეთი მასიურები?

მწერები სხვა არსებებთან შედარებით განსხვავებულად სუნთქავენ.
მათ არ აქვთ სისხლის მიმოქცევის სისტემა ჟანგბადის ქსოვილებამდე მისატანად, სამაგიეროდ, ის პირდაპირ ქსოვილებს მიეწოდება პაწაწინა მილების ქსელის მეშვეობით, რომელსაც ტრაქეა ეწოდება.

რაც უფრო მეტი ჟანგბადია ატმოსფეროში, მით უფრო დიდები იქნებოდნენ ეს მწერებიც.

კიდევ ერთი თეორია ვარაუდობს, რომ, ჟანგბადის ტოქსიკურობის გამო, მწერები იძულებული გახდნენ გიგანტურები ყოფილიყვნენ.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ჟანგბადი, რაღაც მომენტში ბევრი საოცრებაც შესაძლოა ზედმეტი იყოს.

ჭარბი რაოდენობით ჟანგბადს თქვენს სხეულში შეუძლია შექმნას ის, რასაც "თავისუფალი რადიკალები" ეწოდება.

ეს გახლავთ არასტაბილური მოლეკულები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი უჯრედებისა და დნმ-ს დაზიანება.
ხოლო, "გიგანტოზავრი" მწერების შემთხვევაში, ისინი იძულებული გახდნენ ასე გადიდებულიყვნენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟანგბადით მოიწამლებოდნენ.

ზომაში ზრდა ჟანგბადის შეწოვის სიჩქარესაც შეანელებდა, რაც კიდევ უფრო გაართულებდა ზედმეტი ჟანგბადისგან ტანჯვას.
და იგივე შეიძლება დაგმართნოდათ თქვენც.
რაც უფრო დიდხანს იქნებოდით იმ პერიოდში, მით უფრო მაღალი იქნებოდა ჟანგბადის დონე, რაც გამოიწვევდა გულისრევას, რესპირატორულ პრობლემებსა და ნერვულ სისტემაზეც მოახდენდა გარკვეულ გავლენას.

შეიძლება მწერები მართლაც იყვნენ იმ ეპოქის ვარსკვლავები, მაგრამ ისინი არ იყვნენ ერთადერთი არსებები, რომლებმაც უზარმაზარი ცვლილებები განიცადეს კარბონულ პერიოდში.
ეს პერიოდი ასევე ცნობილი იყო, როგორც "ქვანახშირის ხანა".
ეს კი გამოწვეული იყო ნახშირის უზარმაზარი საბადოებით, რომლებიც უძველესი ტყეების დაშლის შემდეგ წარმოიქმნენ.
ქვანახშირი ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და მას დღესაც ვიყენებთ.

ხოლო, ბევრი ხილი და ბოსტნეული, რომელსაც სასურსათო მაღაზიებსა თუ ბაღებში ვიპოვით, შეიძლება იყვნენ იმ მცენარეების შთამომავლები, რომლებიც 300 მილიონზე მეტი წლის წინ გაჩდნენ.
კარბონულ პერიოდში მოხდა პირველი თესლოვანი მცენარეების ევოლუციაც, რამაც შექმნა უფრო მრავალფეროვანი ეკოსისტემები, რაც კი ოდესმე გვინახავს.

მოიცა, ეს რა არის? რაღაც დინოზავრის მსგავსი. გამარჯობა ჩემო ბადარა.
ახლა დინოზავრს კი არა, პლანეტის ერთ-ერთ პირველ ქვეწარმავალს მივესალმე, მაგრამ თუ ცოტას კიდევ შევყოვნდები, აქეთ მომესალმება.

და, საერთოდაც კარბონულ პერიოდში კიდევ რამდენიმე მილიონი წელი თუ მოვიცდით, გადავალთ მეზოზოურ ეპოქაში, რომელიც ცნობილია როგორც "დინოზავრების ეპოქა".

ცვლილებებზე საუბრისას, ატმოსფერო იყო დედამიწის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში განვითარდა.
დედამიწას ჰქონდა სათბურის მსგავსი კლიმატი.
თბილი და ნოტიო ტემპერატურა მხარს უჭერდა ჭაობიანი ტყეების არსებობას, რომლებსაც დღეს ვებრძვით.

მაგრამ, ეს პერიოდიც მილიონობით წლის განმავლობაში განვითარდა და კლიმატი გადავიდა ე.წ. "მყინვარული დედამიწის" ეპოქაში: ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო და დაიწყო ყინულის საფარის წარმოქმნა ძირითადად სამხრეთ ნახევარსფეროში.
მაგრამ, რატომ მოხდა ეს?

დედამიწის ხმელეთები ნელ-ნელა ერთად მოგროვდა და ჩამოყალიბდა სუპერკონტინენტი პანგეა.
და, როდესაც ასეთი უზარმაზარი მიწის მასები იწყებენ მოძრაობას, ამან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ოკეანის დინებაზე, ქარის ქცევაზე და გლობალურ კლიმატზე.

ტროპიკული ტყეები განადგურდა, რამაც გამოიწვია ფლორისა და ფაუნის შემცირება, რაც ოდესღაც ყვაოდა.
ტროპიკული ტყეების კლებასთან ერთად, ჟანგბადის დონეც შემცირდა.
პლანეტის გიგანტურმა მწერებმა კვდომა და გადაშენება დაიწყეს.
ჟანგბადის მაღალი დონის გარეშე, რომელიც მათ გიგანტურობას უზრუნველყოფდა, ვერ იცოცხლებდნენ.

ჟანგბადის დონემ და მშრალმა კლიმატმა შექმნა ჰაბიტატები, რომლებიც უფრო შესაფერისი გამოდგა მცირე ზომის მწერებისთვის.
გარდა ამისა, მაშინდელმა ქვეწარმავლებმა ტერიტორიების ხელში ჩაგდება დაიწყეს, რამაც ასევე გაართულა საქმე ლანდშაფტის მწერებისთვის.

მოკლედ, თავად პლანეტა გახდა გიგანტური მწერების მტერი, რომლის წინაშეც ვერავინ ვერაფერს გახდებოდა - ვერც გახდნენ.

წყარო: https://futurepost.ge/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way