USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
როგორი იქნება თბილისი მალე - ურბანული პოლიტიკის გამოწვევები
თარიღი:  

როგორი სამშენებლო ტენდენციებია თბილისის ისტორიულ ნაწილში? რა ურბანული გამოწვევები და პოტენციური საფრთხეებია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე?   – „ურბანული კვლევების ცენტრმა  (URC)“ უახლესი კვლევის მიგნებები წარადგინა. კვლევა მომზადებულია პროექტის „ცირკიდან საქანელამდე: მტკვრის სანაპიროს ურბანული გამოწვევები“ ფარგლებში, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.

  • კვლევა შეისწავლის პრობლემურ პროექტებს თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის არეალში;
  • კომპლექსურად აანალიზებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განაშენიანების ტენდენციებს;
  • კრიტიკულად აფასებს მათ ზეგავლენას ურბანული მემკვიდრეობის, მიწათსარგებლობისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პერსპექტივებიდან.

კვლევა მიზნად ისახავს, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე სამშენებლო ტენდენციების მასშტაბისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის