სულ ცოტაც და ვეფხვის წელს შავი წყლის კურდღლის წელიწადი ჩაანაცვლებს. ის მსოფლიოს, რომელსაც ახლა რთული დრო უდგას, სიმშვიდისკენ წაიყვანს. 2023 წლის პირველ ნახევარში (16 მაისამდე, როდესაც იუპიტერი ვერძის ნიშანში იმყოფება) ზოგადი დაძაბულობა შენარჩუნდება. წლის მეორე ნახევარში კი, როცა პლანეტა კუროს ნიშანში გადავა, პოზიტიური ცვლილებები, მშვიდობა და პროგრესია მოსალოდნელი.
ვერძი
ვერძს რთული და მოუსვენარი წელი ელის, მაგრამ პლანეტების მხარდაჭერა სირთულეებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ და მნიშვნელოვან წარმატებებს მოგიტანთ.
პლანეტა იუპიტერი, რომელსაც ბედნიერება და იღბალი მოაქვს, მაისამდე თქვენს ნიშანში იქნება. ეს ნიშნავს, რომ იღბალი და ოპტიმიზმი არ მიგატოვებთ.
წლის პირველი ნახევარი პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისა და თვითდამკვიდრების პერიოდი იქნება, სადაც წარმატებისა და წარუმატებლობის ფაზები ერთმანეთს ენაცვლება.
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები გელით. წლის მეორე ნახევარი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. სავარაუდოდ, შეიძენთ ნივთს, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობთ.
კურო
ეს წელი თქვენგან დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს, რათა საკუთარ მიზნებს მიუახლოვდეთ. სავარაუდოდ, ბევრ რამეს ახლებურად შეხედავთ და გაიაზრებთ.
მოსალოდნელია ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლა და საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადასვლა.
წლის პირველ ნახევარში თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე პლანეტების გავლენა არახელსაყრელია, თუმცა იმ ძველი პრობლემების მოსაგვარებლად, რაც წინსვლაში ხელს გიშლით, შანსი აუცილებლად მოგეცემათ.
წლის მეორე ნახევარი კარიერული წინსვლისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი იქნება.
ტყუპები
თქვენთვის პლანეტების გავლენა წლის განმავლობაში ხან დადებითი და ხან უარყოფითი იქნება. გელით ცვლილებები, რომლებიც თავიდან შეიძლება წარუმატებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მომავალში ისინი თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.
ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა გექნებათ, რომლებსაც თქვენი მეგობრები და თანამოაზრეები მხარს დაუჭერენ. თქვენი მონდომება საბოლოოდ შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ.
აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და მოერიდეთ ვირუსებს.
პირადი ცხოვრების მოსაგვარებლად წლის მეორე ნახევარი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია.
კირჩხიბი
წლის განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი ცვლილება გელით, რომელიც პროფესიულ საქმიანობასა და კარიერაზე გავლენას მოახდენს. წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სამსახურის ან საქმიანობის მიმართულების შეცვლა.
მცირე იმედგაცრუება გაიძულებთ, რომ საკუთარ მიზნებს გადახედოთ. მაისიდან იღბალი დაგიბრუნდებათ და თქვენი გეგმების განხორციელება შესაძლებელი გახდება.
წლის მეორე ნახევარი პირად ცხოვრებაში დადებით ცვლილებებს მოგიტანთ. სავარაუდოდ, მარტოხელა კირჩხიბები ცხოვრების მეგზურს შეხვდებიან.
ლომი
ლომისთვის ეს წელი საინტერესო და წარმატებული იქნება. შავი წყლის კურდღელი პიროვნულ ზრდაში დაგეხმარებათ. თქვენს დამსახურებებს აღიარებენ და პროფესიულ საქმიანობაში თქვენი გავლენა გაფართოვდება.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი შესაძლებლობების გაზვიადებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. ნუ დაუჯეროთ ადამიანს, რომელიც „ოქროს მთებს“ გპირდებათ და თავადაც ნურავის დაჰპირდებით იმას, რასაც ვერ შეასრულებთ.
წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სამუშაო ადგილის ან თანამდებობის შეცვლა.
ქალწული
რაც არ უნდა მტკივნეულად ჩანდეს ცვლილებები, რომლებსაც ეს წელი მოგიტანთ, საბოლოოდ აუცილებლად სარგებელს მიიღებთ.
წლის პირველი ნახევარი გავლენიანი ადამიანების დახმარებით ან მემკვიდრეობის მიღების საშუალებით კეთილდღეობის გაუმჯობესებას გპირდებათ. თუმცა აქვე ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მფლანგველობის ან გულუბრყვილობის გამო შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ.
წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული იქნება კარიერული და პროფესიული საქმიანობისთვის.
სასწორი
წყლის შავი კურდღელი, სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ.
წლის პირველ ნახევარში თქვენი წარმატება გარშემომყოფებზე და თანამშრომლობის უნარზე იქნება დამოკიდებული. ეს ხელსაყრელი დროა ახალი და ძალიან სასარგებლო კავშირების დასამყარებლად. სწორედ ამ ურთიერთობის შედეგად მოგებიან შეთავაზებას მიიღებთ.
აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში, გარემოებებმა შეიძლება ბიუჯეტის გადახედვა გაიძულოთ. ფრთხილად იყავით ინვესტიციებთან და ეცადეთ, ფინანსური რისკები მინიმუმამდე შეამციროთ.
წლის მეორე ნახევარში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გექნებათ.
მორიელი
2023 წელი მორიელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს. ეს, პირველ რიგში, ურთიერთობების სფეროს ეხება. ეცადეთ, ცვლილებებს მზად შეხვდეთ, რათა ცვლილებების პერიოდი მარტივად და დანაკარგების გარეშე გადაიტანოთ. გამორიცხული არ არის სამსახურის შეცვლა.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოვლენებს, რომლებიც აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში პირად ცხოვრებაში გელით.
წლის პირველი ნახევარი არახელსაყრელი დროა ქორწინებისთვის. წლის მეორე ნახევარი კი პირიქით, შესანიშნავი დროა პარტნიორობისა და ურთიერთობების გაფორმებისთვის.
მშვილდოსანი
მშვილდოსანებისთვის პლანეტების გავლენა მთელი წლის მანძილზე ხელსაყრელი იქნება, რაც თქვენი ცხოვრების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
წლის პირველ ნახევარში თქვენი ოპტიმიზმი და ცხოვრებით ტკბობის სურვილი იზრდება. მოვლენების ხელსაყრელი განვითარება სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს რომანტიკული შეხვედრები და ბობოქარი რომანები ელით. პლანეტა ვენერას მხარდაჭერა პირადი ცხოვრებისა და ფინანსური პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ.
წლის მეორე ნახევარში პროფესიულ საქმიანობაში ცვლილებების პერიოდი დადგება. ეს შესანიშნავი დროა ახალი სამსახურის მოსაძებნად ან ახალი პროექტის დასაწყებად.
თხის რქა
წლის განმავლობაში თქვენი მმართველი პლანეტის - სატურნის გავლენამ შეიძლება სამსახურში და ბიზნეს-საქმიანობაში სირთულეები და დაბრკოლებები შეგიქმნათ. დროა გადახედოთ საკუთარ მიზნებს და მათი მიღწევის ხერხებს.
წლის პირველ ნახევარში, ძირითადად, სახლთან, ოჯახთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საკითხებით იქნებით დაკავებული, შესაძლოა, დღის წესრიგში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უძრავი ქონების ყიდვა ან რემონტის საკითხები დადგეს.
წლის მეორე ნახევარი ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება და საშუალებას მოგცემთ, რომ ძველი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ.
მერწყული
ეს წელი აქტიურ კომუნიკაციას მოგიტანთ, რაც თანამოაზრეებთან ერთად ახალი იდეების გენერირებაში დაგეხმარებათ. თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება, რომანტიკული მიზნები კი განხორციელდება.
მარტში სატურნი თქვენს ნიშანს დატოვებს და თქვენს ფინანსურ სახლში გადავა. შექმნილი გარემოება არჩევანის წინაშე დაგაყენებთ და გაიძულებთ გადაწყვიტოთ: რა არის თქვენთვის მთავარი და რა არის მეორეხარისხოვანი. თუ ამ პერიოდში თქვენი შემოსავალი გაიზარდა, ეს მხოლოდ თქვენი შრომისმოყვარეობის დამსახურებაა.
აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში შეიძლება შეგექმნათ სირთულეები ოჯახთან, სახლთან და საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებით. წლის მეორე ნახევარში ხანდაზმულ მშობლებს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ.
თევზები
თევზებისთვის 2023 წელს პლანეტების გავლენა ხელსაყრელია. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და განვითარების ახალი შესაძლებლობები.
წლის პირველ ნახევარში იუპიტერი საშუალებას მოგცემთ, რომ კარგი სამუშაო ან დამატებითი შემოსავლის წყაროები იპოვოთ.
მარტიდან თქვენს ნიშანში სატურნი შემოვა და გაიძულებთ, ყურადღება საკუთარ თავსა და მიზნებზე გადაიტანოთ. ამ პერიოდში შესაძლებელია ცხოვრებამ თქვენ მიმართ მოთხოვნები გაზარდოს. ბოლოს და ბოლოს, ილუზიებისგან გათავისუფლდებით და გაცილებით რეალისტურ მიზნებს დაისახავთ.
წლის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. შეიცვლება თქვენი წარმოდგენა სამყაროზე.