USD 2.7247
EUR 2.9345
RUB 2.7873
Tbilisi
როგორი ამინდია საქართველოში
Date:  405

3 აპრილს ქუთაისში დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. დღისით ცვალებადი მოღრუბლულობა და უხვი ნალექი იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +15 გრადუსსა და უნალექო დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო ამინდი და +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +10 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +3 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამითაც -1 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +73გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ახალციხეში. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

გორში უნალექო დღეა. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ღრუბლიანობის მომატება და უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -4 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში, დღისით +18 ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7-მდე დაიწევს.

ღრუბლიანობის მომატება და უნალექო დღეა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც დღისით ჰაერის +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცვალებად მოღრუბლულობას პროგნოზირებენ თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დედაქალ

analytics
«The Hill» (აშშ): „მკვდრეთით აღმდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).

„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.

დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.

აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.

დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო  საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას,  რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და  სულელებად თვლიდნენ?

მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.

წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way