გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 დეკემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება
ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში ზოგან წვიმა, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
თბილისი: უმეტესად უნალექოდ.სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +11°;
სოხუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
ბათუმი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +18°;
ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +19°;
ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +18°;
ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +19°;
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +18°;
ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +18°;
ონი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +14°;
გორი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +12°;
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +11°;
მარნეული: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +11°;
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +11°;
ახალციხე: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +11°;
ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +10°;
ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +7°;
სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +5°;
თელავი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: +11°.
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.