USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
თარიღი:  332

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

სოხუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +15°;
ბათუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +15°;
ქობულეთი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +14°;
ქუთაისი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +18°;
ზუგდიდი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
ანაკლია: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +16°;
ოზურგეთი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +15°;
ონი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
გორი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +13°;
ცხინვალი: წვიმა . ჰაერის ტემპერატურა: +12°;
თბილისი: შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +16°;
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
ახალციხე: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +14°;
ბორჯომი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +14°;
ბაკურიანი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +10°;
სტეფანწმინდა: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +9°;
თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +16°.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის