USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს
Date:  296

30 მარტს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. უნალექი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექი დღეა ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. გამოიდარებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. უნალექო დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიანი დღეა. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, სადაც დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით მზე და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა მოსალოდნელ ბორჯომში, სადაც დღისით +17, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა მოსალოდნელი და დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი.

გუდაურში უნალაქო დღეს პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +7, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც გამოიდარებს. +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს სიღნაღშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც უნალექო დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

 

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way