USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს
Date:  251

4 ივლისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, აქაც მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში წვიმა და +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექი და +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

წვიმა იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.

+36 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

გორში უხვი ნალექი და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +39 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში წვიმა და +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +37 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

 

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way