USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
дата:  451

21 მარტს ქუთაისში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ქარიანი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. უნალექო დღე და +6 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -5. ახალციხეში დღისით თოვლი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს.

თოვლია მოსალოდნელ ბორჯომში, სადაც დღისით +6, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვს, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ითოვებს და დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვს და დღისით ჰაერს ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი .

თოვს გუდაურშიც. დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს. დღისით 0, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ითოვებს და დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდები.

თოვლიანი დღეა გურჯაანშიც, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს სიღნაღშიც და დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც თოვს და დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია თოვლი.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати