USD 2.7374
EUR 2.9058
RUB 2.7753
Тбилиси
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
дата:  273

24 იანვარს წვიმიანი დღეა მოსალოდნელი თბილისში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში წვიმა და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. სოხუმში წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

მესტიაში წვიმა და -1 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.

+4 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.

გორში წვიმა და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

გუდაურში მოთოვს. დღისით -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -4 გრადუსამდე გაეცემა, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -16 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.

ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ნაწილობრივ მზიანი იქნება დღე სიღნაღშიც. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

 

аналитика
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“

ბრიტანულ გაზეთში „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“ (ავტორები - ჰენრი ფოი და მაქს სედონი)

 გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„უკრაინა ცდილობს თავისი „გამარჯვების გეგმა“ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ფონზე როგორმე განახორციელოს და იმედოვნებს, რომ ამაში თეთრი სახლის მომავალი ბინადარის საქმიანი მიდგომები დაეხმარება.

უკრაინელი და ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები კიევს რჩევებს აძლევენ, თუ როგორ უფრო კარგად შეიძლება იმ წინადადების ფორმულირება, რომელიც უკრაინა-დასავლეთის თანამშრომლობის სტიმულირებას მოახდენს. როგორც ცნობილია, უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ეხება კიევის შეთავაზებას დასავლეთისადმი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის თაობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, დადებითი როლის შესრულება შეუძლია. რესპუბლიკელი პრეზიდენტი ხომ ბიზნესმენია.

უკრაინელი მსხვილი მეწარმეები, მთავრობასთან ერთად, იხილავენ საკითხს, რომ დონალდ ტრამპს უფლება მისცენ ინვესტიციისათვის სასურველი სფერო ამოირჩიოს და თვითონ შეარჩიოს ის ბიზნესმენები, რომლებიც უკრაინაში ინვესტიციებს ჩადებენ.

განხილვის ერთ-ერთმა  მონაწილემ ეს იდეა გამოხატა როგორც „ყველა, მაგრამ ჩინეთის გარეშე“, რაც დონალდ ტრამპს, ალბათ, განსაკუთრებით მოეწონბა. ჩინურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებული უკრაინის დარგებს შესაძლებლობა ექნებათ სწრაფად გადაერთონ ამერიკულ მიმწოდებლებზე და მეტი დასავლური ინვესტიციები მიიზიდონ.

რას ნიშნავს ასეთი შეთავაზება - მლიქვნელობას, მოგების წყურვილს თუ მშვიდობის დამყარების სურვილის გამოვლენას? მართალია, არავინ იცის, თუ როგორ მოიქცევა თვითონ დონალდ ტრამპი, ან რას იზამს ვლადიმერ პუტინი, როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომი, რა დათმობები მოუწევს (ან არ მოუწევს) უკრაინას, მაგრამ მზადება მაინც მიმდინარეობს.

უკრაინის ვერხოვნა რადას (პარლამენტის) საგარეო საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე მერეჟკომ დონლად ტრამპისადმი სეთავაზებას „ბრძნული ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „უკრაინა დასავლეთისათვის ზედმეტი ტვირთი და მუქთამჭამელა არ იქნება“.

საქმის კურსში მყოფი პირების თქმით, უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპის ბანაკის წევრთა სურვილები კიდევაც დააკმაყოფილოს და მათ მიმართ გარკვეული კომპრომისები გასწიოს. ასე მაგალითად, კიევი თანახმაა თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავისი ელჩი აშშ-შო ოქსანა მარქაროვა, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს ისე მოაწყო საქმე, რომ იგი ჯო ბაიდენის მშობლიურ შტატში წაიკყვანეს და იქ არსებული სამხედრო ქარხანა აჩვენეს. დათვალიერების მომენტს მხოლოდ დემოკრატები ესწრებოდნენ - კამალა ჰარისის მომხრეები, რამაც რესპუბლიკელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის რისხვა გამოიწვია. ამბობენ, რომ ელჩის თანამდებობა ყოფილ მინისტრს დიმიტრი კულებას შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

დონალდ ტრამპი ხშირად იკვეხნის, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკაში, შესაძლოა ტრამპისათვის პუტინთან სიახლოვემ ცუდი როლი შეასრულოს. იგივე შეიძლება მოუვიდეს ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

                წყარო: https://www.ft.com/content/623c197f-6952-4229-bfbc-0a96e43d6f2d

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати