USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
дата:  361

19 ივნისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +34 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

მესტიაში ღრუბლიანობის მომატება და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით მზიანი ამინდი და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

+30 გრადუსი და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება. ომალოშიც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

მაღალი ტემპერატურა და სიცხეა მოსალოდნელი გურჯაანში. დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +35 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати