USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
Date:  253

13 აპრილს ქუთაისში წვიმა და +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა, ღამით კი +6 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც იწვიმებს. +10 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღე და +11 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით +6 იქნება. სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით ნალექსა და +14 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

გორშიც ნალექია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +7 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით წვიმა და +16 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერის +16 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +8 გრადუსია. დედაქალაქშიც უხვი ნალექია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way