USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
дата:  439

სინოპტიკოსები 26 ნოემბერს ქუთაისში ნალექს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4. ასევე იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +8 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +2 და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

იწვიმებს სოხუმში, სადაც +8 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს, დღისით 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -10 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი ამინდია ამბროლაურშიც. აქ ჰაერი +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში იწვიმებს, +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვს, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღე +5 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც თოვს, +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +6 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში თოვს, +1 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს. ასევე თოვას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ომალოში თოვს, ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+8 გრადუსი და მზიანი ამინდია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +8 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати