USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს
Date:  423

14 მაისს ქუთაისში +35 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ოზურგეთში დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

მესტიაში +25 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურშიც უმეტესად მზიან დღესა და +33 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. ახალციხეში დღისით +30 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

+30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში იწვიმებს. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +29 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი.

გუდაურში +14 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღის ბოლოს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way