USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 თებერვალს საქართველოში
дата:  519

სინოპტიკოსები 9 თებერვალს ქუთაისში უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +20 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვაა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე ნალექი და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ჭიათურაშიც, სადაც +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +15 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დროგამოშვებით ნალექი და +15 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.

გორში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვა და +6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამე კი -7 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. +15 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +16 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати