USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 მარტს საქართველოში
Date:  220

სინოპტიკოსები 4 მარტს ქუთაისში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +12 გრადუსს და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც, +12 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდში, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 იქნება. სოხუმში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება. მოთვს ამბროლაურში, სადაც +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

თოვლია ნავარაუდები ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი. +10 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღის განმავლობაში ღრუბლიანობის მცირე მომატებაა შესაძლებელი. დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -11 გრადუსი იქნება.

გორში უმეტესად მზიანია ამინდია მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსი მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს ცხინვალშიც, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გუდაურში. -3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამე კი -13 გრადუსამდე დაიწევს, შესაძლებელია ქარის მატება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. +9 გრადუსი და მზიანი დღეა ოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი, შესაძლებელია ძლიერი ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღე იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way