USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 დეკემბერს საქართველოში
თარიღი:  791

სინოპტიკოსები 3 დეკემბერს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ასევე უნალექო ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +6, ნალექი არც აქ არის მოსალოდნელი. სოხუმში +15 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ჭიათურაში +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბორჯომში +10 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი - 6 გრადუსი იქნება.

გორში იწვიმებს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს პროგნოზირებენ ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღეს მოთოვს. +5 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -+4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. თელავში წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+7 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი სიღნაღშიც. +5 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

წვიმიანი ამინდი იქნება რუსთავშიც, დღისით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე დედაქალაში, დროგამოშვებით შეიძლება იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის