USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 თებერვალს საქართველოში
Date:  254

სინოპტიკოსები 25 თებერვალს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სად დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +9 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება და შესაძლებელია ქარის მატება.

ფოთში მცირე ნალექია მოსალოდნელი, +7 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 იქნება. სოხუმში მზიანი დღეა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს, დღისით ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

მოთოვს ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია თოვლია ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ბაკურიანშიც, სადაც -5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც. დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. -5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. თოვს ომალოშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით -6 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. ნალექს თოვლის სახით პროგნოზირებენ თელავში, სადაც დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი -1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. -3 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way