USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 თებერვალს საქართველოში
дата:  354

სინოპტიკოსები 15 თებერვალს ქუთაისში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +12 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში კი დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +10 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ნალექიანი დღე და +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს, დღისით ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +8 გრადუსი და წვიმა იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +11 გრადუსი და მცირედ ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, +3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამე კი -6 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით მცირე ნალექი და +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი და ძლიერი ქარია ნავარაუდევი.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати