USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
дата:  607

4 მაისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. .

რუსთავში +24 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +25 გრადუსი და ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

+20 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +21, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით  +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლს ვარაუდობენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. 

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. 

თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში  დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +23 გრადუსია ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати