USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
Date:  496

25 აპრილს თბილისში მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

რუსთავში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთში, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც მზიანი დღეა. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიმოსალოდნელია ნალექი, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +20, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში გამოიდარებს. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც ნალექიანი დღე და +13 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ომალოშიც, სადაც დღისით +12, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი დღე და +22 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გურჯაანშიც გამოიდარებს. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

 

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way