USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
дата:  329

26 სექტემბერს ქუთაისში +26 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსს პროგნოზირებენ. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მზეა მოსალოდნელი ფოთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. აქ დღე უნალექოდ ჩაივლის.

მესტიაშიც მზიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეშიც მზეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

მზიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +22, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. +23 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი.

გუდაურში დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია მზიანი დღე, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში მზეა მოსალოდნელი, დღისით +13, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. დღე მზიანი იქნება.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати