14 ივლისს ქუთაისში +26 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უმეტესად ნალექია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს იქნება მესტიაში, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ, დღისით +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით +26, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ბაკურიანშიც, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში +32 გრადუსია დღისით, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი.
გუდაურში დღისით +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +24, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც, სადაც დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით აქ +35 გრადუსია მოსალოდნელი, უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +37 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.