USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
Date:  335

19 მაისს თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ქარი.

რუსთავში წვიმიანი და ქარიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +20 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +20, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი ამინდია, სადაც +23 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი. აქაც იწვიმებს.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +13, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

 

 

sport
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way