2 მაისს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში იწვიმებს. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +12, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში იწვიმებს. +14 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი.
გუდაურში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +9, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.