USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
дата:  333

29 აპრილს ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +25, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში იწვიმებს. +23 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი.

გუდაურში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +16, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати