USD 2.6290
EUR 2.9984
RUB 3.3522
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
თარიღი:  519

21 ივლისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. 

ქუთაისში უნალექო დღე და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღე უმეტესად ნალექიანი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ამბროლაურში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, აქ უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

+32 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

გორში +38 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა

ლაგოდეხში წბვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, დღის განმავლობაში, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +38 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +24 გრადუსი იქნება.

 

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის