USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
дата:  143

11 ივლისი  თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი.

რუსთავში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ღრუბლიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უმეტესად უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

მესტიაში იწვიმებს, დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, აქაც ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

+30 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

გორში ნალექი და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი დღე და +29 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати