USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
Date:  254

25 ივნისს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეს იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ფოთში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, უნალექო დღე იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც უნალექო დღეა მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში უმეტესად მზიანი დღე და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

+35 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. ბაკურიანში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია ძლიერი ქარი. დღე უმეტესად მზიანი იქნება.

ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +25 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უმეტესად მზიანი იქნება. თელავში დღის განმავლობაში +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ძლიერი ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება, იქროლებს ქარი.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way