22 ივნისს ქუთაისში დღისით +31 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
მესტიაში იწვიმებს. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
უმეტესად მზიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმა და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.
+34 გრადუსი და უხვვი ნალექია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოშიც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +32 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.