20 ივნისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +37 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +35 გრადუსი იქნება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
მესტიაში ღრუბლიანობის მომატება და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
უმეტესად მზიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით მზიანი ამინდი და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.
+35 გრადუსი და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება. ომალოშიც დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.
მაღალი ტემპერატურა და სიცხეა მოსალოდნელი გურჯაანში. დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.